ფეხბურთი

1:41 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა - მარცვალაძე ბათუმის "დინამოში" 1,5-წლიანი კონტრაქტით

ოთარ მარცვალაძე ბათუმის "დინამოში" ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გვაცნობა. მისი თქმით, მარცვალაძე 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ბათუმის "დინამოსთან".

მარცვალაძე ბოლოს ყაზახურ "ორდაბასიში" თამაშობდა. ბევრი კლუბი გამოიცვალა: "ვიტ ჯორჯია", კიევის "დინამო", უჟგოროდის "ზაკარპატიე", მახაჩყალის "ანჟი", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", "კრასნოდარი", "სკა-ხაბაროვსკი", ვლადიკავკაზის "ალანია", თბილისის "დინამო", "ტოსნო" და გორის "დილა".

მარცვალაძე 32 წლისაა. ისე, თუ ფორმაში იქნება, მართლაც დიდი ძალა იქნება საქართველოს ეროვნულ ლიგაში.

ბათუმის "დინამოს" გოლების გატანა უჭირდა. გუნდი ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და რა თქმა უნდა, საშიში ზონიდან თავის დაღწევა სურს.

0.114903