იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” ჰოლანდიის ჩემპიონ “ფეიენოორდის” იმედისმომცემი მცველი რიკ კარსდორპი დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელმა რომაულ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა და უახლოეს ხანში 5 წლიანი კონტრაქტსაც გააფორმებს.
“ძალიან ბედნიერი ვარ ახალი გამოწვევით. ფორცა რომა!”, - თქვა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.
რიკ კარსდორპი “ფეიენოორდის” აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში ერედივიზიონში 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
აღნიშნული ტრანსფერი “რომას” 15 მილიონი ევრო დაუჯდა.