ფეხბურთი

21:34 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და “მანჩესტერი” მორატას ფასზე ვერ თანხმდებიან

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის თავდამსხმელის, ალვარო მორატას თაობაზე “რეალთან” მოლაპარაკება კვლავ განაახლა. AS-ის ცნობით, მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან, “წითელი ეშმაკები” მადრიდელებს 70 მილიონ ევროს სთავაზობენ, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები კი 80-90 მილიონ ევროს ითხოვენ.

მადრიდელები ხაზს უსვამენ იმას, რომ მორატა ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და შეუძლია “მანჩესტერს” მრავალი წლის განმავლობაში გამოადგეს.

ალვარო მორატამ 2016-2017 წლების სეზონში “რეალის” შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა, თუმცა მოედანზე მან 1870 წუთი გაატარა, რაც 21 სრულ მატჩზე ოდნავ ნაკლებია.

0.122993