ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა კეიტ დაუნინგმა დაასახელა 18-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაეყრდნობა.
როგორც იცით, ინგლისი და საქართველო სხვადასხვა ჯგუფში არიან. ბრიტანელები ბულგარეთთან, გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოხვდნენ. პირველ მატჩს 3 ივლისს ბულგარელებთან გამართავენ "მიხეილ მესხზე".
ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდაა რაიან სესენიონი. ის 2000 წლის 18 მაისს დაიბადა. თამაშობს როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველადაც და წარმოიდგინეთ, ჩემპიონშიპის გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. სესენიონი ამ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდაა და ყველაზე გამოცდილიც...
ნაკრებში ასევე გამოირჩევიან იფსვიჩელი ანდრე დოზელი და "ნოტინგემის" ფორვარდი ბენ ბრერეტონი.
მეკარეები: აარონ რამსდეილი (ბორნმუთი), ნათან ტროტი (ვესტ ჰემი);
მცველები: ტრევორ ჩალობა, რის ჯეიმსი, ჯეი დასილვა (სამივე - ჩელსი), დარნელ ჯონსონი (ლესტერი), იასა სულიმანი (ასტონ ვილა), რაიან სესენიონი (ფულემი);
ნახევარმცველები: ჯოშ დასილვა (არსენალი), ანდრე დოზელი (იფსვიჩი), ტაიო ედუნი (ფულემი), დაიონ სტერლინგი, მეისონ მოუნტი, ჯეკობ მედოქსი (სამივე _ ჩელსი);
თავდამსხმელები: ბენ ბრერეტონი (ნოტინგემი), მარკუს ედვარდსი (ტოტენჰემი), ისააკ ბაკლი-რიკეტსი, ლუკას ნმეჩა (ორივე - მანჩესტერ სიტი);