კალათბურთი

17:10 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: იტალიამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ გაფართოებული 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ორი ლიდერის, ანდრეა ბარნიანის და ალესანდრო ჯენტილეს გარეშე ითამაშებს.

იტალიელები ტურნირისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

ავუდუ აბასი, პიეტრო არადორი, ფილიპო ბალდი როსი, მარკო ბელინელი, პოლ ბილია, რიკარდო ჩერვი, ანდრეა ჩინჩარინი, მარკო კუზინი, ლუიჯი დატომე, ამადეო დელა ვალე, არიელ ფილორი, დიეგო ფლაკადორი, დანილო გალინარი, დანიელ ჰაკეტი, ნიკოლო მელი, დავიდ პასკოლო, სტეფანო ტონუტი, ლუკა ვიტალი და ანდრა ცერინი.

ევრობაკსეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იტალიას, უკრაინას, ლიტვას, გერმანიას და მასპინძელ ისრაელს დაუპრისპირდება.

0.116926