ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "დინამო თბილისი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა: მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, ნახევარმცველმა ცოტნე მესხმა და თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ.
მათ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღეს და სხვადასხვა კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას. "დინამო თბილისი" სამივე ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
ბეგაშვილი გორის "დილაში" გადავიდა, დანარჩენების მომავალი უცნობია.