დასრულდა 17 და 15-წლამდელთა "ოქროს ლიგის" მეორე ტური. აგვისტოს ბოლომდე შესვენება გამოცხადდა. პირველი ტურის შესახებ დავწერეთ და ვეცდებით, ხშირად გაგაცნოთ სიტუაცია ამ ლიგებიდან, რადგან იქ თამაშობს ქართული ფეხბურთის მომავალი თაობა. გვერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში მართლაც კარგი თამაშებია.
17-წლამდელებში კვლავაც დამაჯერებლია "ლოკომოტივი" (მწვრთნელი - ვლადიმერ ვაშაძე), რომელიც შარშანაც ჩემპიონი გახდა, წლეულს თავისი ჯგუფი დიდი უპირატესობით მოიგო და ახლაც ქულის დაუკარგავად, ასევე გოლის გაუშვებლად ლიდერობს.
საინტერესო იყო "ავაზა"-"ზესტაფონი". გოლი არ გასულა, მაგრამ დაძაბული და ტემპიანი თამაში გამოდგა. ბევრი იყო ორთაბრძოლა, სიხისტე. სხვათა შორის, ზესტაფონიდან 50-მდე გულშემატკივარი ჩამოვიდა და ისინი მხურვალედ ქომაგობდნენ თავისიანებს.
ძლიერია თბილისის "დინამო" და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება. მართალია, პირველ ტურში შინ 2:3 წააგეს "სამტრედიასთან", მაგრამ მაინც. ამჯერად ბათუმში იმარჯვეს 2:1. თავის მხრივ, "სამტრედიას" 6 ქულა აქვს და უდანაკარგოდ მიდის.
ზუგდიდის სფფ აკადემია ერთი წლით პატარებით, 2001 წელს დაბადებულებით არის დაკომპლექტებული. გუნდს თამაზ კოსტავა წვრთნის. ზუგდიდელებმა ორივე შეხვედრა ფრედ,1:1 დაასრულეს. "ავაზასთან" და "შუქურასთან".
15-წლამდელებში "დინამომ" და "საბურთალომ" საწყის ორ ტურში ქულები არ დაკარგეს. დინამოელებმა ამ ორ თამაშში 18 გოლი გაიტანეს. "დინამო" ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია, თუმცა ვნახოთ, აგვისტოდან შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
17-წლამდელები
ლოკომოტივი - 35-ე სკოლა 3:0
სამტრედია - გაგრა 3:0
ავაზა -ზესტაფონი 0:0
დინამო ბთ -დინამო თბ 1:3
სფფ (ზუგდიდი) - შუქურა 1:1

15-წლამდელები
სფფ (ზუგდიდი) - ტორპედო 0:1
მერანი - დილა 1:0
ჩიხურა - საბურთალო 0:1
შუქურა -დინამო თბ 2:6
კოლხეთი - გაგრა 3:2








