ფეხბურთი

15:19 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დემბელეს გადაბირება სურს

პსჟ “დორტმუნდის” 20 წლის ფრანგი ფორვარდით უსმან დემბელეთი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცლებს. წყაროს ცნობით, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ანტერუ ენრიკემ დემბელეს ტრანსფერის საკითხზე გერმანელებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

დემბელემ განვლილ სეზონში ბუნდესლიგაში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111151