სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:33 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: “იმედია ზღაპარს, სახელად დონარუმა, კეთილი დასასრული ექნება”

მიუხედავად იმისა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პოლონეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, მისი “მილანში” დარჩენა არ დარჩენის საკითხი აქტუალურობას არ ჰკარგავს. მეტიც, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა და კლუბის დირექტორები მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი ჯიჯის საქმის განსახილვლელად შეიკრიბნენ. შემდეგ კი მილანის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლეს, სადაც Sky Sports გაესაუბრენ.

“დონარუმა? ეს დიდი გარიგებაა და ჩვენ გვინდა, რომ ზღაპარს, სახელად დონარუმა, ბედნიერი დასასრული ჰქონდეს. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდება. ყავა რაიოლასთვის? არც ესაა პრობლემა. მასთან ერთად ჩვენც მივირთმევთ. ევროპის ჩემპიონატის მერე ველოდებით გადაწყვეტილებას”, - თქვა მირაბელმა.

“დონარუმას ოჯახთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ ძალიან დიდი ფასეულობა აქვთ და არამგონია მცდარი გადაწყვეტილება მიიღონ. მისი მომავალი “მილანზე” არ არის დამოკიდებული, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ის იმსახურებს იყოს “როსონერიში” და იმედი გვაქვს სწორ არჩევანს გააკეთებს. მეკარე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის და ვიმედოვნებთ, რომ “მილანს” აირჩევს”, - განაცხადა მონტელამ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112861