ფეხბურთი

0:21 | 27.06.2017 | ნანახია 2775 - ჯერ

ჯაბა ლიპარტია რუსეთის პრემიერლიგას უახლოვდება

ჯაბა ლიპარტიამ შესაძლოა კარიერა რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის „ანჟიში“ გააგრძელოს. ქართველი შემტევი დაღესტნურ კლუბში სინჯებზე იმყოფება და სცდილობს სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონოს.

აღსანიშნავია, რომ რუმინულ „ასტრასთან“ საკონტროლო მატჩში მან მეორე 45 წუთი ითამაშა და ყურადღების ცენტრშიც მოექცა - ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯმა რუმინელთა კარში პენალტი შეცდომით დანიშნა, თუმცა წესების დარღვევა ლიპარტიაზე არ ყოფილა. ბურთთან ქართველი მივიდა და თერთმეტრიანი განზრახ ააცილა. არადა, „ასტრას“ ფეხბურთელები მზად იყვნენ მოედანი პროტესტის ნიშნად დაეტოვებინათ.

შეგახსენებთ, ჯაბა ლიპარტია ბოლო 6 წლის განმავლობაში ლუგანსკის „ზორიას“ ღირსებას იცავდა, მაგრამ უკრაინული გუნდი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:20 | 27.06.2017
dinamo_tiflis (3394)

ეხლა ართვა ეგრე რომ ფიქრობს ყველა იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგადო

10:19 | 27.06.2017
dinamo_tiflis (3394)

chesco (84) რომელიმე ქართულ კლუბში მიცემდნენ ჰა ჰა ყველაზე მეტი 5000 და ანჟიში პრემია - ხელფასიანად 30 000 ექნება, ეხლა გულზე ხელი დაიდე და თქვი შენ რას იზავდი? )))))თან ლიპო უკვე ასაკშია საპენსიო კონტრაქტი მისწრებაა მაგისთვის ეხლა

16:40 | 27.06.2017
chesco (88)

უნდა წავიდეს მარა გარანტირებულ კონტრაქტზე და არა სინჯებზე.რომ არ დაიტოვონ?მერე სხვაგან წავა სინჯებზე და ბოლოს დარჩება უკლუბოდ ხომ?რახან ანჟის ფული აქ არ ნშნავს რომ სინჯებზე მიხვიდე.ზორიადან რომელიც ევროთასებზე გავიდა მიდიხარ უფრო სუსტ გუნდში სინჯებზე?მე დავრჩებოდი ზორიასჰი მინიმუმ 1 წლით.

08:53 | 27.06.2017
chesco (88)

სინჯებიოოო?ღადაობთ?ანჟიში სინჯებზე,სირცხვილია მართლა რაა.ბარემ ჩამოსულიყო და რომელიმე ქართულ კლუბს დახმარებოდა არ ჯობდა?

00:53 | 27.06.2017
cece (148)

წარმატებები ჯაბას! გასასინჯი ამას არაფერი არ ჭირს... იგროკი ყველგან იგროკია...

0.130393