ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ტობოლს“ ამიერიდან ომარ თეთრაძე აღარ გაწვრთნის. როგორც Vesti.kz იტყობინება, 47 წლის ქართული ფესვების მქონე რუსმა სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობდა უკვე დატოვა.
„ტობოლმა“ ყარაგანდის „შახტიორთან“ შინ 1:2 წააგო და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თეთრაძე ჟურნალისტების წინაშე არ წარსდგა. როგორც წყარო გვამცნობს, კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. აღსანიშნავია, რომ „ტობოლმა“ ბოლო ოთხ ტურშ სამი თამაში წააგო.
ომარ თეთრაძე ყაზახურ გუნდს 2016 წლის მაისიდან მოყლებული წვრთნიდა, ხოლო მანამდე „ანჟის“, „ნიჟნი ნოვგოროდს“, „ხიმკისა“ და „ენისეის“ თავკაცი იყო. რაც შეეხება „ტობოლს“, მის რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი ირიცხება, რომელიც ყაზახეთში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა.