ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელობასთან ძალზე ახლოს ყოფილა. აღნიშნულის შესახებ „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდთან საუბრისას, ქუინტონ ფორჩუნმა ამცნო საზოგადოებას, რომელიც ინგლისური გრანდის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა.
„ჩვენ შევცდით, რადგან ავირჩიეთ მასთან შესახვედრად ის დღე, როდესაც წვიმდა. არჩევანი სხვა დღეზე რომ გაგვეკეთებინა, „მანჩესტერში“ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ითამაშაბდა“, - ამბობს სამხრეთ აფრიკელი ნახევარმცველი.
საუბარი ეხება 2003 წლის ზაფხულს, როდესაც რონალდინიო ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა, იმავე წელს „ბარსელონაში“ გადავიდოდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ არ მოხვდებოდა, რომ არა მაშინ დევიდ ბექჰემის უარი.
ჟოან ლაპორტას, რომელიც „ბლაუგრანას“ პრეზიდენტად აირჩიეს, დევიდ ბექჰემის შეძენა ჰქონდა გადაწყვეტილი და ყველაფერი შეთანხმებულიც გახლდათ, მაგრამ ინგლისელმა ბოლო მომენტში არჩევანი „რეალის“ სასარგებლოდ გააკეთა. ლაპორტამ კი, გეგმა B გამოიყენა და რონალდინიო შეიძინა.
თუმცა, თურმე, ეს არ მოხდებოდა, რომ არა ერთი ჩვეულებრივი ინგლისისთვის დამახასიათებელი წვიმიანი დღე...