“პარი სენ ჟერმენი” დორტმუნდის “ბორუსიას” მარცხენა ნახევარმცველით რაფაელ გერეიროთი დაინტერესდა და გერმანელებს შეთავაზება უკვე გაუკეთა.
La Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგები პორტუგალიელით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაინტერესდნენ, ახლა კი მის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გამოყვეს.
24 წლის მოთამაშემ 2016-2017 წლების სეზონში ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.