ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს “ჩიკაგო ბულზის” ფორვარდი პოლ ციპზერი გამოაკლდა, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
23 წლის კალათბურთელი ზაფხულში ნბა-ს ახალი სეზონისთვის მომზადებას აპირებს, სწორედ ამიტომაც ვერ დაეხამრება ეროვნულ ნაკრებს.
ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იტალიას, უკრაინას, ლიტვას, გერმანიას და მასპინძელ ისრაელს დაუპრისპირდება.