თამაშგარე

10:47 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვამ, აღარასოდეს გავთხოვდებიო

ერთ დროს ჩოგნის დიდებულად მქნევი რუსი ასული - საყოველთად ცნობილი მარია შარაპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში მრავალი ცუდი ამბავი გამოიარა, ნახა საკუთარი ქვეყნის მიერ ფეხებზე დაკიდება, განიცადა დიდი ფინანსური ზარალი და ქმარს გათხოვებიდან მალევე გაშორდა, მომავლის იმედს მაინც არ კარგავს და იძახის - არასოდეს დავიწყებ წუწუნსო.

ერთადერთი, რასაც მარია შარაპოვა დაჟინებით ამტკიცებს და იფიცება ისაა, რომ იგი აღარასოდეს გათხოვდება და ცუდად დასრულებულმა უიღბლო ქორწინებამ მას პირველ რიგში ამ კუთხით დიდი გაკვეთილი ჩაუტარა. მარია შეიძლება ცოტა ამეტებს, მაგრამ გვარიანად თავისნათქვამა ვინმეა და საეჭვოა სიტყვას ეგრე ადვილად გადავიდეს.

გათხოვება ერთია და მეგობარ მამაკაცთან თანაყოფის სურვილი კიდე მეორეა. თქვენც კარგად იცით და ჩვენც, რომ მარიასთანა დაშხოშიან და ბარძაყდიად ასულს „ისე“ არავინ დატოვებს და „იმ საქმეს“ კიდე ყოველთვის ხელმოწერა და ჯვრისწერა მაინცდამაინც არ უნდა...

0.149654