ფეხბურთი

1:30 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა

ვეტერანი არგენტინელი მეკარე ხერმან ლუქსი კარიერას მშობლიურ “რივერ პლეიტში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

34 წლის კიპერი არგენტინულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა და ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

ლუქსი “რივერის” ღირსებას 2001-2007 წლებში იცავდა, საიდანაც “მალიორკაში” გადავიდა და ბალეარის კუნძულებზე 2011 წლამდე ითამაშა, ხოლო შემდეგ “დეპორტივოს” მაისური მოირგო. მან გასულ სეზონში გალისიური კლუბი კარი 25-ჯერ დაიცვა და 38 გოლი გაუშვა.

0.115767