ფეხბურთი

21:43 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა. ციფრები, სტატისტიკა

გავიდა ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევარი და გუშინ საუკეთესოები გამოვარჩიეთ, ასევე სიმბოლური ნაკრებები შემოგთავაზეთ. ამჯერად კი საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებზე დავწერთ.

90 მატჩში გასულია 236 გოლი, საშუალოდ ერთ თამაშში 2,62 გოლი. 47 გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა და აქედან ყველაზე მეტი აქვს ფოთის "კოლხეთის" უკრაინელ თავდამსხმელ მიკოლა კოვტალიუკს - 10.

უცნაურია, რომ სტუმრები უფრო ხშირად იგებენ, ვიდრე მასპინძლები... 90 თამაშიდან 32-ში მასპინძლებმა იმარჯვეს, 42-ჯერ სტუმრებმა, 16 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მაგალითად, "სამტრედიამ" 33 ქულიდან 21 გასვლაზე აიღო, სადაც 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. "დილაც" გასვლაზე უკეთესია, 22 ქულა აქვს და აქედან 14 სტუმრად მოიპოვა.

ხშირია, რომ გუნდი პირველ გოლს უშვებს და მაინც იგებს. ასეთი რამ 19-ჯერ მოხდა.

ბომბარდირია "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე (15 გოლი) და საინტერესოა, რომ შვიდჯერ მოახრხა დუბლის შესრულება. მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, დანარჩენ შემთხვევაში ან ორი გააქვს, ან არცერთი.

ჰეთ-თრიქი სამჯერ აღინიშნა. ავტორები? "კოლხეთის" უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა "შუქურასთან" სტუმრად (4:2), მამია გავაშელიშვილმა "კოლხეთთან" 5:0 მოგებულ შეხვედრაში, თბილისის დინამოელმა ბაჩანა არაბულმა "შუქურასთან" (5:0). დიმიტრი ტატანაშვილმა კი ორჯერ გაახერხა ჰეთ-თრიქი: "შუქურასთან" და "კოლხეთთან".

17-ჯერ აღინიშნა დიდი ანგარიში, ანუ სამი ბურთით (ან მეტით) სხვაობა. აქედან 6-ჯერ ეს მოახერხა თბილისის "დინამომ", 4-ჯერ "ლოკომოტივმა". 2-ჯერ "ტორპედომ" და თითოჯერ "შუქურამ", "ჩიხურამ", "საბურთალომ", "დილამ" და "კოლხეთმა".

ბომბარდირები

ირაკლი სიხარულიძე - 15, ბაჩანა არაბული - 11, დიმიტრი ტატანაშვილი - 11, მიკოლა კოვტალიუკი - 10, მამია გავაშელიშვილი - 8, საბა ლობჟანიძე - 7, გიორგი პაპუნაშვილი - 6, იაროსლავ კვასოვი - 6, ლევან ჯანაშია - 6, გრიგოლ დოლიძე - 5

საგოლე პასები

გრიგოლ დოლიძე - 7, ვაგნერი - 6, ლეანდრო - 6, დავით რაჟამაშვილი - 5, გიორგი კორიფაძე - 5, გიორგი ჩაკვეტაძე - 5, ლაშა თოთაძე - 5, საბა ლობჟანიძე - 4, გიორგი ბერიაშვილი - 4, არფანგ დაფე - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.132606