ფეხბურთი

15:50 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ შესაძლოა რაიოლა დაითხოვოს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა თავისი აგენტი მინო რაიოლა დაითხოვოს. როგორც იტალიური გამოცემები Quotidiano Sportivo da La Nazionale იუწყებიან, დონარუმა მზადაა რაიოლა გაუშვას და მისი საქმეების წამმართველად მამამისი ალფონსო დანიშნოს.

როგორც ცნობილია დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძივება არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფეხბურთელს საგრძნობლად გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობდა. იტალიელი რაიოლამ დაარწმუნა, რომ უარი ეთქვა წინადადებაზე. იტალიური გამოცემების მტკიცებით, "როსონერის" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა 18 წლის მეკარის ოჯახს შეხვდა და შეეცადა მათი შეხედულება საქმის მიმართ შეეცვალა.

ჯერჯერობით სხვა დეტალური ინფორმაცია დონარუმას საქმის შესახებ არაა. ფაქტი "სკუადრა აძურას" წევრს შემოთავაზებები არ აკლია და "მილანიდან" წასვლის შემთხვევაშიც ტოპ-კლუბები მასზე უარს არ იტყვიან.

0.118031