ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ხეტაფემ" ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა. მადრიდულმა გუნდმა ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფში "ტენერიფე" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და მომდევნო სეზონიდან უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. "ხეტაფე" 11 წლის განმავლობაში თამაშობდა ესპანეთის ჩემპიონატში და ქვედა ლიგაში 2015/16 წლების სეზონში დაქვეითდა.
ლა ლიგის საგზური ლა ლიგა 2-დან პირდაპირი წესით პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა კლუბებმა "ლევანტემ" და "ჟირონამ" მოიპოვეს. "ხეტაფემ" რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო "ტენერიფემ" - მეოთხე პოზიციაზე.