ფეხბურთი

10:09 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია და ჭედია - "ორენბურგშიც" ერთად

რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ „ორენბურგის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გუნდის გაწვრთნაში სოსო ჭედია დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

ქეცბაიასა და ჭედიას ტანდემი უცხო სულაც არაა - ისინი ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, „ანორთოსისში“, „აპოელსა“ და აეკ-ში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ „ორენბურგი“ ერთი თვის წინ ჩაიბარა და ეცდება გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნოს. აქვე გეტყვით, რომ „ორენბურგის“ ღირსებას ელგუჯა ლობჯანიძეც იცავს.

0.120317