კალათბურთი

22:11 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” პოლით და როუზით დაინტერესდა

“სან ანტონიო სპურსი” “კლიპერსის” გამთამაშებლით, კრის პოლით და “ნიუ იორკის” უკანახაზელით, დერეკ როუზით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტეხასელები ორივე ან ერთ-ერთი კალათბურთის გადაბირებას შეეცდებიან. ორივე მოთამაშე 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება.

“სან ანტონიოს” გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემები აქვს, ტონი პარკერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

0.122247