ფეხბურთი

14:14 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შერგელაშვილის გოლი ლატვიაში (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ლაშა შერგელაშვილმა ლატვიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გოლით გამოიჩინა თავი. შერგელაშვილის “რიგასმა” “ვენტსპილსს” უმასპინძლა და 4:2 მოუგო, 25 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა კი მე-17 წუთზე ჩვეულ სტილში, საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს ლაშას პირველი გოლია ლატვიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში.

შერგელაშვილმა, რომელიც ლატვიაში ამ ზამთარს “სამტრედიიდან” გადავიდა, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, “რიგასის” მეორე ქართველი ლეგიონერი გიორგი დიაკვნიშვილი კი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. ქართველთა გუნდს 13 ტურში 19 ქულა აქვს და 8 გუნდს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ლაშა შერგელაშვილი ვლადიმირ ვაისს ეროვნული გუნდის ბოლო შეკრებაზე გამოძახებული ჰყავდა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (3:0) ათამაშა. მანამდე, უზბეკეთთან და იორდანიასთან სპარინგებშიც მიიღო მონაწილეობა.

0.118736