ფეხბურთი

19:50 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამანი: “ლივერპულში” პეპეს სიხარულით მივიღებდი”

“ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი “წითლებს” მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ცენტრალური მცველის, პეპეს ყიდვას ურჩევს.

“მე პეპეს “ლივერპულში” სიხარულით მივიღებდი. ის ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელია და იმსახურებს მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში თამაშს. შეხედეთ მეგობრებო, მისი კარგი თამაში რომ არ დაინახოთ უგუნურნი უნდა იყოთ”, - განაცხადა 44 წლის ჰამანმა.

თავად პეპეს თქმით, მის მიმართ ინტერესს “პარი სენ ჟერმენი” და “ინტერი” იჩენენ.

2016-2017 წლების სეზონში პეპეს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. საერთო ჯამში კი ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.06561