დიდი სლემის 2-გზის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა. მალიორკას ტურნირის 1/16-ფინალში აზარენკამ იაპონელი რისა ოზაკი 6:3, 4:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტში ვიკამ სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა.
1/8-ფინალში აზარენკას მეტოქე ხორვატი ანა კონუხი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აზარენკა 2016 წლის მაისის თვის შემდეგ კორტზე აღარ გამოსულა, რადგან ორსულად იყო.