ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაში მეორე ტური დაიწყო. დღეს A ჯგუფში გაიმართა მატჩები და ბოლო ტურის წინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოსკოვში, პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძელ რუსეთს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხი არ გაანძრევინა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მატჩის ბედი კრიშტიანუ რონალდუს გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მერვე წუთზე გავიდა. მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეიძლებოდა სხვაობა უფრო სოლიდური ყოფილიყო, მაგრამ იგორ აკნიფეევმა თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა. აი, საპასუხოდ კი, რუსებს არაფერი შეუქმნიათ - მეტიც, კარში საერთოდ არ დაურტყამთ. პორტუგალიამ ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და წესით ნახევარფინალში გასვლა უპრობლემოდ უნდა შეძლოს, რადგან ბოლო ტურში ახალი ზელანდიის ნაკრებს ეთამაშება.
მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას კი, უდაოდ რუსეთისა და მექსიკის ნაკრებთა მატჩი გადაწყვეტს. იქამდე, მექსიკამ გადახალისებული შემადგენლობით მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც წაართვა 3 ქულა ახალ ზელანდიას - თავიდან ენტონი ჰადსონის გუნდი დაწინაურდა ვუდის გოლით, მაგრამ მეორე ნახევარში რაულ ხიმენესმა და ურიბე პერალტამ აცტეკებს დამსახურებულად მოუტანეს გამარჯვება, რადგან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მექსიკას 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში რუსეთთან ქულაც აძლევს ხელს, რომ პლეი-ოფში გავიდეს.
რუსეთი - პორტუგალია 0:1 (0:1) VIDEO
მოსკოვი, „ოტკრიტიე არენა“
მაყურებელი: 42 759
რუსეთი (3-5-2): აკინფეევი; ჯიქია, ვასინი, კუდრიაშევი (ბუხაროვი 83); სამედოვი, შიშკინი (ეროხინი 46), გლუშაკოვი, გოლოვინი, ჟირკოვი; კომბაროვი (პოლოზი 68), სმოლოვი
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სოარეში, პეპე, ბრუნო ალვეში, გუერეირო (ელიზეუ 66); ბერნანდუ სილვა, კარვალიო, ადრიენ სილვა (დანილო 82), ანდრე გომეში; რონალდუ, ანდრე სილვა (ჟელსონი 78)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
გოლი: 0:1 რონალდუ (8)
გაფრთხილება: გლუშაკოვი (26), ჯიქია (72), სამედოვი (76) - პეპე (57), ბერნანდუ სილვა (71)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (0) – 12 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
მექსიკა - ახალი ზელანდია 2:1 VIDEO
სოჭი, ოლიმპიური სტადიონი
მაყურებელი: 30 000
მექსიკა (3-5-2): ტალავერა; სალსედო (მორენო 33, მარკესი 68), არაუხო, ალანისი (ერერა 46); დამი, რეიესი, ფაბიანი, ჯოვ. დოს სანტოსი, აკინო; პერალტა, ხიმენესი
მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
ახალი ზელანდია (5-3-2): მარინოვიჩი; ინგამი (პატერსონი 82), ბოქსალი, დურანტე, სმიტი, ვიაინი; მაკგინოვიჩი, ლუისი (ტუილომა 58), ტომასი; როხასი (ბარბარუსესი 73), ვუდი
მწვრთნელი: ენტონი ჰადსონი
გოლები: 0:1 ვუდი (42), 1:1 ხიმენესი (54), 2:1 პერალტა (72)
გაფრთხილება: ერერა (90), რეიესი (90) - ტომასი (26), ბოქსალი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 10 (4) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ბაკარი გასამა (გამბია)