ფეხბურთი

16:31 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შეჩერებულია

თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან 16-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ქალაქ თბილისის მერიამ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაავრცელა.

"დინამოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ. თბილისის მერია მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - დინამოს და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას დინამო თბილისის ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია." - ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.

საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის "დინამოს"საწვრთნელ ბაზასთან ახლოს უნდა აშენებულიყო. სამშენებლო კომპანიას მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

0.117819