31 წლის ცენტრი დუაიტ ჰოვარდი “შარლოტ ჰორნეტსის” ღირსებას დაიცავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
“ატლანტამ” “შარლოტს" ჰოვარდი მარკო ბელინელისა და მაილს პლამში გაუცვალა, ასევე ჯორჯიელებმა ჯორდანის გუნდს დრაფტზე 31-ე არჩევის უფლება მისცეს.
ჰოვარდს აქამდე “ორლანდოში”, “ლეიკერსში”, “ჰიუსტონში” და “ატლანტაში” უთამაშია.
განვლილ სეზონში ჰოვარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.5 ქულას, 12.7 მოხსნას და 1.4 პასს აკეთებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ემჯეის გუნდს, კემბა და ჰოვარდი დიდი ძალაა უკვე გუნდისთვის. პლეიოფი უნდა დადონ წესით
ეს კაცი ერთ კომენტარსაც არ იმსახურებს?! ყველადროის ლიგის ერთერთი საუკეთესო დამცველია!
ყველა დროის ? აი ის სუპერმენის ფორმა ჩაიცვას, ჩატენვების კონკურსზე რომ ეცვა და დააფრინდეს ბარეორს DDDDDDDDDD
ბარეორის რა გითხრა და ორლანდოელი ჰოვარდი ბევრს დაიკლავდა აქეთ:დდდ