ფეხბურთი

11:00 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივს" კვირკველიას შენარჩუნება სურს

რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მოსკოვის „ლოკომოტივს“ სოლომონ კვირკველიასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს. ავტორიტეტული გამოცემა Sport-express.ru-ს ინფორმაციით, „რკინიგზელებმა“ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ყაზანის „რუბინთან“ ქართველი ფეხბურთელის მოსკოვში დატოვების შესახებ.

საგულისხმოა, რომ „ლოკომოტივში“ დარჩენა თავად ქართველ მცველსაც სურს და მოკლედ, ახლა ჯერი „რუბინზეა“. ყაზანელებიც არ უნდა წავიდნენ ტრანსფერის წინააღმდეგ, რადგან 25 წლის ჩვენებური მათთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აღარ მიიჩნევა.

შეგახსენებთ, კვირკველია „ლოკომოტივში“ გასულ ზამთარს 6 თვიანი იჯარით გადაბარგდა და უმალვე გუნდის საკვანძო ფიგურა გახდა. რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და სეზონის ბოლოს რუსეთის თასიც მოიგო. შესაბამისად, „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.129055