ფეხბურთი

12:30 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იტალიის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა სატრანსფერო საქმიანობა დროებით აეკრძალოს. ESPN-ის ცნობით, ფიფამ უკვე დაიწყო გამოძიება 2016 წლის ზაფხულში პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასხვისების თაობაზე.

საქმე ეხება თანხას, რომელიც ზემოხსენებული გარიგების შემდეგ ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ, ანუ მესამე პირმა მიიღო - 25 მილიონი ევრო.

„დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ დავიწყეთ გამოძიება „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სადისციპლინო ნორმების დარღვევის კუთხით. სანქციები არ შეეხება „იუნაიტედს“, მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა“, - ციტირებს ფიფას წარმომადგენლის სიტყვებს ESPN-ი.

როგორც ირკვევა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში „იუვენტუსს“ ან ტრანსფერები აეკრძალება გარკვეული ვადით ანაც სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

სხვათა შორის, ფიფას მხრიდან კლუბების დასჯა ზემოხსენებული მიზეზით ახალი ხილი არაა. შარშან კატალონიის „ბარსელონას“ გადახდა თავს იგივე, ხოლო წელს სასჯელს მადრიდის „ატლეტიკო“ იხდის.

0.11935