ჭადრაკი

18:53 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის ნიკოლოზ პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

აღნიშნულ ტურნირში, რომელსაც ქალაქმა ბუდვამ (მონტენეგრო) უმასპინძლა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 27 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის ორი ქართველი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და შოთა ხოდაშნელი იმყოფებოდნენ.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. 6.5-6.5 ქულით I-III ადგილები ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, სახილ მეხრალიევმა (აზერბაიჯანი) და არტემ ტრუბჩანიკოვმა (რუსეთი) გაინაწილეს. უკეთესი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი პეტრიაშვილს ერგო. რაც შეეხება ხოდაშნელს, უარესი მაჩვენებლების გამო მე-6 ადგილზე გავიდა.

0.124032