კალათბურთი

15:51 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გორი” ბრინჯაოს მედლის მფლობელია

18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილე გუნდებმა ბრინჯაოს მედლები გაითამაშეს.

ერთმანეთს ნახევარფინალში ხელმოცარული ,,გორი’’ და ,,არმია’’ დაუპირისპირდნენ. რადგან რეგულარულ ჩემპიონატში ,,გორი’’ მესამე, ხოლო ძალოვნების გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა, მოედნის უპირატესობით ქართლელებმა ისარგებლეს და შეხვედრას ქალაქმა გორმა უმასპინძლა. 91:81 გაიმარჯვა ,,გორმა’’ და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მე-4 მეოთხედში გადაწყდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ ,,არმია’’ ერთი ქულით - 70:69 დაწინაურდა. მეოთხე მეოთხედმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და საწადელსაც მიაღწიეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ,,გორის’’ წარმომადგენელმა ტატო ოთიაშვილმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ოთიაშვილის თანაგუნდელი ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 11 მოხსნაა.

არმიელთა შორის ყველაზე მეტი 24 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა დააგროვა.

0.12426