ჭადრაკი

13:45 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ პირველი შეხვედრა მოიგო

ხანტი-მანსიისკში(რუსეთი) მიმდინარე მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ზედიზედ ორი ფრეს შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, რომელმაც ეგვიპტის უსუსტესი გუნდი მშრალი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მიმდინარე ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრების მოჭადრაკეები იმდენად სუსტად თამაშობენ, რომ ზედიზედ ჩატარებული 12 პარტიიდან ყველა წააგეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ძაგნიძე ისვენებდა. თავიანთი პარტიები მოიგეს ჯავახიშვილმა, ხოტენაშვილმა, ბაციაშვილმა და მელიამ. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4.0 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იყოფება.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტი რუსეთისა და რეიტინგში მეცხრე ადგილზე მყოფი აზერბაიჯანის ნაკრები გუნდების დაპირისპირებაში. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძლები მომდევნო, მეოთხე ტურში საქართველოს ხვდებიან.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

საქართველო - ეგვიპტე 4:0

ინდოეთი - უკრაინა 1.5:2.5

პოლონეთი - აშშ 2.5:1.5

რუსეთი - აზერბაიჯანი 2.0:2.0

ჩინეთი - ვიეტნამი 2.5:1.5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1-3. პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი- 5.0- 5.0 ქულა
4. საქართველო -4.0
5-7. ინდოეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი -3.0-3.0
8. ვიეტნამი- 2.0
9-10. ეგვიპტე, აშშ -0.0-0.0

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი:

საქართველო-რუსეთი

უკრაინა-ვიეტნამი

ინდოეთი-პოლონეთი

აზერბაიჯანი-ჩინეთი

აშშ - ეგვიპტე

ვაჟთა ჩემპიონატს პოლონეთი ლიდერობს, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო და 6.0 ქულა დააგროვა. 2-3 ადგილებს 5.0-5.0 ქულით ჩინეთი და რუსეთი ინაწილებენ.

0.124842