ბათუმის “დინამო”ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს პოლონურ “იაგელონიასთან” შინ ჩაატარებს.
გამომდინარე იქედან, რომ ბათუმელებს საკუთარი სტადიონი არ აქვთ, მათი შეხვედრა 6 ივლისს, ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე დღეს “ტორპედოსაც” უწევს ევროპა ლიგაზე თამაში. ამიტომ გადაწყდა “იაგელონია”-“დინამოს” წყვილში მასპინძლის შეცვლა და როგორც “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ბათუმელები პირველ მატჩს 29 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ. საპასუხო შეხვედრა კი, 6 ივლისს პოლონეთში გაიმართება.