ჭიდაობა

10:29 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

9 ქართველი ბერძენ-რომაელი მსოფლიოს საუკეთესოებში

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ადგილზეა.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომელშიც ტრადიციულად, რვავე წონითი კატეგორიის მოწინავე ოცეულებია ჩამოწერილი. ტრადიციულადვე, ქულების გარეშე.

ზურაბ დათუნაშვილი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონს - რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან აბაჩარაევს ჩამორჩება. მესამე ადგილს კი ასევე მსოფლიოს ჩემპიონი (2014), უნგრელი პეტერ ბაკში იკავებს.

ზურაბ დათუნაშვილის გარდა მსოფლიოს რეიტინგში კიდევ რვა ქართველია. განსაკუთრებით წარმატებული საქართველოს ნაკრების წევრთათვის მძიმე წონაა - 130 კილოგრამის ცხრილში სამი ჩვენებურია. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან არაბული მე-5 პოზიციას იკავებს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ზვიად პატარიძე მე-14 ნომერია, ხოლო თბილისის გრან-პრის მომგები იაკობ ქაჯაია - მე-17.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე 66 კილოგრამში მე-6 ადგილზეა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) თავის წონაში მე-12 საფეხურს იკავებს. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე და თბილისის გრან-პრის გამარჯვებული ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) მე-16 პოზიციაზე დგანან. 23-წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი ლაშა გობაძე (85 კგ) კი მე-18 ადგილზეა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიოს რეიტინგი

59 კგ

1 ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა)

2 შინობუ ოტა (იაპონია)

3 კენიჩირო ფუმიტა (იაპონია)

4 კრისტიან ფრისი (სერბეთი)

5 ივო ანგელოვი (ბულგარეთი)

66 კგ

1 არტემ სურკოვი (რუსეთი)

2 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

3 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

4 სანგ-ჰუნ ოჰი (სამხრეთ კორეა)

5 ალმატ კებისპაიევი (ყაზახეთი)

6 შმაგი ბოლქვაძე

71 კგ

2 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)

3 ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)

4 აბუიაზიდ მანციგოვი (რუსეთი)

5 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

16 რამაზ ზოიძე

75 კგ

1 რომან ვლასოვი (რუსეთი)

2 მარკ მადსენი (დანია)

3 ჰიონ-ვუ კიმი (სამხრეთ კორეა)

4 საეიდ მურად აბდვალი (ირანი)

5 ტარეკ აბდელსალამი (ბულგარეთი)

80 კგ

1 რამაზან აბაჩარაევი (რუსეთი)

2 ზურაბ დათუნაშვილი

3 პეტერ ბაკში (უნგრეთი)

4 ასლან ატემი (თურქეთი)

5 რამინ ტაჰერისარტანგი (ირანი)

16 ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო)

85 კგ

1 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

2 ნიკოლაი ბაირაკოვი (ბულგარეთი)

3 ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი)

4 დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი)

5 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)

12 რობერტ კობლიაშვილი

18 ლაშა გობაძე

98 კგ

1 იასმანი ლუგო კაბრერა (კუბა)

2 ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)

3 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

4 ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი)

5 მუსა ევლოევი (რუსეთი)

130 კგ

1 მიხაინ ლოპეს ნუნესი (კუბა)

2 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

3 სერგეი სემენოვი (რუსეთი)

4 ბალინტ ლამი (უნგრეთი)

5 ლევან არაბული

14 ზვიად პატარიძე

17 იაკობ ქაჯაია

0.121881