ბათუმის “დინამო” ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიას” დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგით კმაყოფილი არ დარჩენილა აჭარული გუნდის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. ამის შესახებ მან WORLDSPORT.GE-ს განუცხადა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ “დინამო” ყველაფერს გაიღებს, აღნიშნული ბარიერის დასაძლევად.
“შეიძლებოდა უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა – ვფიქრობ, “იაგელონია” ყველაზე ძლიერი ამოვიდა სავარაუდო ხუთეულიდან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რამეს დავუთმობთ, პირიქით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. შარშან, ანტალიაში ამხანაგური თამაში მოვუგეთ კიდეც (1:0).
შემადგენლობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ერთი ფორვარდის დამატება იგეგმება. საშინაო თამაშს კი, ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე ჩავატარებთ”, - გვითხრა ფედიჩკინმა.
პირველი მატჩი პოლონეთში 29 ივნისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო ქუთაისში – 6 ივლისს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ანუ სტოპერიოდს იჭერს წინასწარ 0-10 ს რომ წააგებენ არ გაგვლანძონო DD
aba raa evropis grandebs shoris grandi shegxvda,vai shens patrons kaladzes tore shen rais prezidenti xar
იმედია, იქ ფორით არ წააგებთ და არც ყრუ დაცვაში ჩაჯდებით ზოგ-ზოგიერთებივით... 'გვარს და სახელს არ დავასახელებ'
ეს ქვეჯვიობა არ მორჩა? სუსტი ვინღაა იქ. თუ ხარ მზად და გაქვს თავი გადი თუ არა და არა