ფეხბურთი

20:52 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” პიანიჩით დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონას” ტურინის “იუვენტუსისა” და ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის შეძენა სურს. Mundo Deportivos ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონიელები “პარი სენ ჟერმენიდან” მარკო ვერატის გადაბირებას ვერ შეძლებენ.

“ბარსელონა” ასევე დაინტერესებულია “ნიცას” ნახევარმცველ ჟან მიშელ სერით, რომლის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

რაც შეეხება პიანიჩს, მას “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. 2016-2017 წლების სეზონში ბოსნიელმა “იუვენტუსის” შემადგენლობაში 47 მარჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 15 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

0.11401