კალათბურთი

15:02 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ნოჩიონიმ კარიერა დაასრულა

მადრიდის “რეალის” 37 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ანდრეს ნოჩიონიმ კარიერა დაასრულა. ნოჩიონიმ ევროპაში “ტაუ კერამიკაში”, “რეალში” და “ბასკონიაში” ითამაშა, ნბა-ში კი “ჩიკაგოს”, “ფილადელფიას” და “საკრამენტოს” მაისურები მოირგო.

ანდრესი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. “რეალთან” ერთად 2015 წელს ევროლიგა მოიგო.

0.124471