ბათუმის “დინამო” უეფას ევროპა ლიგაზე მეტოქის მოლოდინშია. წინასწარი კენჭისყრის შედეგად, “დინამოს” სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.
შესაბამისად, ბათუმელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევთ თამაში:
“ვიდეოტონი” (უნგრეთი)
“ორდაბასი” (ყაზახეთი)
“ბოტევი” (ბულგარეთი)
“იაგელონია” (პოლონეთი)
“სლოვანი” (სლოვაკეთი)
ევროპა ლიგის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.