საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” უეფას ევროპა ლიგაზე მეტოქის მოლოდინშია. წინასწარი კენჭისყრის შედეგად, იმერული გუნდის სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.
შესაბამისად, ქუთაისელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევთ თამაში:
“ტრენჩინი” (სლოვაკეთი)
“მაკაბი” (ისრაელი)
“ინტერი” (აზერბაიჯანი)
“დაჩია” (მოლდოვა)
“შირაკი” (სომხეთი)
ევროპა ლიგის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.