საქართველოს ჩემპიონი “სამტრედია” ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქის მოლოდინშია. წინასწარი კენჭისყრის შედეგად, იმერული გუნდის სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.
შესაბამისად, “სამტრედიას” საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირება ამ გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევს:
“ზალცბურგი” (ავსტრია)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)
“აპოელი” (კვიპროსი)
“ყარაბახი” (აზერბაიჯანი)
“პარტიზანი” (სერბეთი)
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.