ფეხბურთი

18:35 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

17 და 15-წლამდელები: ოქროს ლიგის პირველი ტური

17 და 15 წლამდელებში "ოქროს ლიგის" პირველი ტური გაიმართა. ორივე ასაკობრივში ერთნაირი სისტემაა - 10 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა და ისინი ორ წრედ ითამაშებენ ერთმანეთში, ანუ სულ 18 ტური გაიმართება და ასე დალაგდება საბოლოო ცხრილი.

15-წლამდელებში გამოსარჩევია თბილისის "დინამოს" გამარჯვება ფოთის "კოლხეთთან" - 12:0. ცუდია, რომ ამხელა სხვაობაა გუნდებს შორის, მაგრამ ისიც აღვნიშნოთ, რომ დინამოელებს ამ ასაკში მართლაც მაგარი გუნდი ჰყავთ. "საბურთალომაც" დიდი ანგარიშით იმარჯვა, კერძოდ, ქობულეთის "შუქურას" სძლია 7:0. დანარჩენი შეხვედრები დაძაბული იყო.

17-წლამდელების პირველ ტურში არცერთ მასპინძელს არ მოუგია, ხუთიდან ოთხ შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. მოქმედმა ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" ქობულეთში 3:0 მოუგო "შუქურას", "ზესტაფონმა" კი "გაგრას" თბილისში აჯობა 4:3. დასავლეთის გუნდებმა კარგად ითამაშეს: ზესტაფონელთა გარდა, სამტრედიელებმა და ბათუმელებმაც მოიგეს თბილისში. ბათუმის "დინამომ" 35-ე სკოლასთან 3:1, ხოლო "სამტრედიამ" სულაც "დინამოს" სძლია - 3:2.

15-წლამდელთა ლიგა

ტორპედო - ჩიხურა 0:0

დინამო (თბ) - კოლხეთი 12:0

საბურთალო - შუქურა 7:0

გაგრა - დილა 2:2

სფფ (ზუგდიდი) - მერანი 2:0

17-წლამდე ლიგა

შუქურა - ლოკომოტივი 0:3

დინამო (თბ) - სამტრედია 2:3

გაგრა - ზესტაფონი 3:4

სფფ (ზუგდიდი) - ავაზა 1:1

35-ე სკოლა - დინამო (ბთ) 1:3

0.121412