ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების და "მალაგას" თავდამსხმელი სანდრო რამირესი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ლივერპულელები მზად არიან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ფეხბურთელი ამჟამად 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ტრანსფერი ტურნირის დასრულების შემდეგ განხორციელდება. გასულ სეზონში რამირესმა "მალაგას" მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.