დასრულდა სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვასილ ივანჩუკსა ( 2729, უკრაინა) და დავიდ ნავარას ( 2736, ჩეხეთი) შეხვედრა , რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა მასპინძლობდა.
დაპირისპირება, რომელიც 12 პარტიისაგან შედგებოდა, ივანჩუკის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 7,5:4,5 დაამარცხა.