საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი „არსენალი“ ჩაიბაროს. რუსული მედიის ცნობით, „არსენალი“ უმწვრთნელოდაა და შესაბამისად, სასურველი კანდიდატურის პოვნას სცდილობს, რადგან პრემიერლიგის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი.
სახელდება სამი კანდიდატურა და მათ შორის, ერთ-ერთი ვაისია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს სათავეში 2016 წლიდან მოყოლებული უდგას.
ვაისის გარდა, ტულას „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი ჯანი დე ბიაზისა და პორტუგალიელი ჟოზე კოუსეიროს კანდიდატურები განიხილება.