ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" ესტონეთის ჩემპიონატში სტუმრად 10:0 მოუგო "პიარნუს" და ორქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ბეგლარიშვილმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა. წლეულს მართლაც შედეგიან სეზონს ატარებს და ბევრის აზრით, ესტონეთის ჩემპიონატის ნომერ პირველი ფეხბურთელია.
ბელარუსში ბატე-მ ვაკო გვილიას გარეშე 3:0 მოუგო "ნაფტანს". გვილიას მცირე ტრავმა აქვს და განვლილი ორი სანაკრებო მატჩიც გამოტოვა.
სამხრეთ კორეაში კვლავ გაიტანა ლევან შენგელიამ. "ტეჟონ სიტიზენის" ქართველმა შემტევმა "ანსართან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი - ბოლო წუთზე. შენგელიამ 13 მატჩი 4 გოლი მიითვალა. "ტეჯონ სიტიზენი" კორეის რანგით მეორე ლიგაშია.