რუსული საიტების, მათ შორის, სპორტ-ექსპრესის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "უფაში" ითამაშებს. ტაბიძე სამი წლის წინ "საბურთალოდან" გადავიდა ბელგიის 'გენტში", სადაც დუბლებში გამოდიოდა, წლეულს კი რუსეთის "ურალში" გაანათხოვრეს.
"ურალში" ჯიმიმ სათამაშო პრაქტიკა მიიღო, რუსეთის თასის ფინალშიც გავიდა, ხოლო მისი მთავარი მიღწევა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებაა. ტაბიძემ განვლილ ორ შეხვედრაშიც ითამაშა.
ჯიმიმ "უფაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემთვის ერთერთი საყვარელი იგროკია
თუ ატლეტიკო ამას ყიდულობს,ესეიგი ფელიქსი გადადის სადღაც