ფეხბურთი

18:28 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკოს “არისტოკრატებში” თამაში სურს

“მონაკოს” ნახევარმცველ ტიემუ ბაკაიოკოს კარიერის გაგრძელება ლონდონის “ჩელსიში” სურს. L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგ შუახაზელს შეთავაზებები “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედიდანაც” ჰქონდა, თუმცა მას “არისტოკრატებში” გადასვლა და ანტონიო კონტესტთან მუშაობა სურს.

ფრანგული კლუბი 23 წლის ნახევარმცველში 45 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ინგლისელები 30 მილიონს სთავაზობენ.

2016-2017 წლების სეზონში ბაკაიოკომ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 47 მატჩი ჩაატარა და კლუბს 3 გოლით შეეწია,მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.

0.111879