ფეხბურთი

17:27 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა “მილანს” ემუქრება

მიუხედავად იმისა, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ “როსონერისთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა,“მილანი”მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდა მეკარის გაყიდვას არ აპირებს.

დონარუმას აგენტი მინო რაიოლა “მილანს” სასამართლოთი დაემუქრა, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო წელს ჯიჯო დუბლებში გაატარებს, არადა, კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ჯანლუიჯი დონარუმას სწორედ ეს ემუქრება.

ჯანლუკა დი მარციოს უკვე შერჩეული ჰყავს ჯიჯოს შემცვლელი 3 მეკარე. პირველ კანდიდატად “იუვენტუსის” მეკარე ნეტო განიხილება. ასევე კანდიტატებს შორის არიან ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”) და მატია პერინი (“ჯენოა”).

0.118199