“მონაკოს” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ნაბილ დირარი “ფენერბახჩეში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
31 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 3+1 წლიანი სისტემით გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
დირარმა გასულ სეზონში “მონაკოს” მაისური 33-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.