პოლონეთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს შეხვედრები მხოლოდ A ჯგუფში გაიმართა. ტურნირი კელციეში გაიხსნა მოქმედ ჩემპიონ შვედეთისა და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩით.
„კოლპორტერტ არენაზე“ გამართული თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თუმცა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. ისე კი, დაძაბული შეხვედრა გამოდგა - გამარჯვებასთან უფრო ახლოს შვედები იყვნენ, მაგრამ 81-ე წუთზე ვალკვისტმა დიდებული შანსი ვერ გამოიყენა: თერთმეტმეტრიანი „ევერტონის“ ახალწვეულმა კიპერმა, პიკფორდმა მოიგერია და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
მასპინძელმა პოლონეთმა სლოვაკეთთან თამაში რიხით დაიწყო, მაგრამ მთლიანად ტურნირი ცუდად. ლუბლინში პოლონელებმა თავიდანვე შეძლეს დაწინაურება, მაგრამ მერე ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ზრუნვა, რის გამოც დაისაჯნენ და ორი უპასუხო გოლი მიიღეს თავის კარში. სლოვაკეთის ნაკრები კი, პირველი ტურის შემდეგ ქვეჯგუფის სათავეში მოექცა.
შვედეთი - ინგლისი 0:0 (0:0)
კიელცე, „კოლპორტერ არენა“
მაყურებელი: 11 672
შვედეთი (4-1-2-1-2): კაიტოფტი; ვალკვისტი, ლარსონი, დაგერსტალი, ლუნდკვისტი; ჰალბერგი; ტიბლინგი (ტანკოვიჩი 85), ფრანსონი (მრაბტი 73); ოლსონი; ჩიბიჩკი, ენგვალი (სტრანდბერგი 59)
მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
ინგლისი (4-4-2): პიკფორდი; ჰოლგეითი, მევსონი, ჩემბერსი, ჩილველი; უორდ-პროუსი, ბაკერი, ჩალობა, მერფი (გრეი 70); რედმონდი, აბრაჰამი
მწვრთნელი: ადრიან ბოტროიდი
გამოუყენებელი პენალტი: ვალკვისტი (მეკარე)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 9 (1) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)
პოლონეთი - სლოვაკეთი 1:2 (1:1)
ლუბლინი, „არენა ლუბლინ“
მაყურებელი: 14 911
პოლონეთი (4-2-3-1): ვრაბელი; კედზიორა, ბედნარეკი, იახი, იაროსჟინსკი; დავიდოვისჟი, ლინეტი; ფრანკოვსკი, ლიპსკი (ნიეზგოდა 82), კაპუტსკა (მონეტა 59); სტეპინსკი (პიატეკი 84)
მწვრთნელი: მარცინ დორნა
სლოვაკეთი (4-1-4-1): ჩოვანი; ვალიენტი, ნინაი, სკრინიარი, მაზანი; ლობოტკა; რუსნაკი, ბერო (ბენეში 90), ჩრინი, მიჰალიკი (ჰარასლინი 82), ჟრელაკი (საფრანკო 73)
მწვრთნელი: პაველ ჰაპალი
გოლები: 1:0 ლიპსკი (1), 1:1 ვალიენტი (20), 1:2 საფრანკო (78)
გაფრთხილება: სკრინიარი (71), საფრანკო (81)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშარე: 0:0
მსაჯი: სერდარ გუზებუეკი (ჰოლანდია)